თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის გასვლითი ღონისძიებები ხორციელდება.
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს IV გ კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელთან ირინა რობაქიძესთან ერთად თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.სადაც მოსწავლეებმა დრო საინტერესოდ გაატარეს.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში ისინი გაეცნენ საქართველოს კუთხეების ტრადიციებსა და არქიტექტურას.
აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებმა დიდი ცოდნა შეიძინეს, რომელიც შემდეგ დღეს პრეზენტაცია - გამოფენის მოწყობისას გამოიყენეს.