თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სიღარიბის აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს
12-11-2018
თბილისის N108 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „მაინდერების“ წევრებმა სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ეტაპიანი პროექტი განახორციელეს.

მოსწავლეებმა კინოჩვენება მოაწყეს და დამსწრე საზოგადოებას ფილმი „მაგდანას ლურჯა“ აჩვენეს. სკოლაში გაიმართა ასევე მოკლე პრეზენტაცია სიღარიბეზე, რომლის შემდეგაც კლუბის წევრებმა უმცროსკლასელებთან ერთად სიღარიბის აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს.

სკოლის აღსაზრდელებმა ასევე სკოლაში ქველმოქმედების მიზნით სხვადასხვა ნივთები მიიტანეს.

სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 17 ოქტომბერს აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203