სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ევროპის დღეებში“ მონაწილეობდნენ
12-11-2018
მარნეულში, კულტურის სახლის წინ მდებარე ტერიტორიაზე „ევროპის დღეების“ აღსანიშნავად „ევროსოფელი“ მოეწყო. 

ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამართა და მასში ყველა მსურველი მონაწილეობდა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ RDFG-ის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის წევრები ხაიშის, სამღერეთისა და ჭივჭავის სკოლებიდან. ახალგაზრდა ფერმერები ღონისძიების განმავლობაში გამართულ სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ და ღონისძიების სტუმრებს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების პროექტი გააცნეს. 

ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ესწრებოდა. ევროპის დღის ღონისძიების თემა იყო „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს. აღნიშნული თემა მიესადაგება ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს, რომელიც 2018 წელს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203