შავშვების საჯარო სკოლა იაკობ გოგებაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა
12-11-2018
ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 178 წლის იუბილე აღნიშნეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც შავშვების საჯარო სკოლაც მონაწილეობდა.
სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზატორებმა საჯარო სკოლების კუთხე მოაწყვეს, სადაც შავშვების საჯარო სკოლასთან ერთად, წითელუბნისა და ხურვალეთის საჯარო სკოლებმაც წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები. მოეწყო ასევე ნახატების, ნაქარგებისა და ნაძერწების გამოფენა.
„ჩვენი სკოლა ამ ღონისძიებაში უკვე წლებია მონაწილეობს. ზემოთ აღნიშნული აქტივობების გარდა, ჩვენი და ჩვენი მეზობელი სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოდგომის ნობათი და შემოქმედებითი ნომრები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.