ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მთის ბროლი მოიპოვეს და აღწერეს
12-11-2018
ონის, ღების საჯარო სკოლის მოსწავეები მდინარე შოდურას ხეობაში სასწავლო ლაშქრობაში იმყოფებოდნენ.
ლაშქრობა გეოგრაფიის მასწავლებლის რევაზ ბარბაქაძისა და მოსწავლეთა ორგანიზებით მოეწყო.
ლაშქრობაში მოსწავლეები - ალეკო გობეჯიშვილი, მიშა ლობჯანიძე, ივანე ლობჯანიძე, ლუკა გობეჯიშვილი და ლევან ალხიძე მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ბუნებაში ორიენტირების ხერხებს გაეცნენ და ბუნებრივი ზონების სიმაღლებრივ სარტყლურობას, მთის ქანების აგებულებასა და მყინვარის გეოლოგიური მოქმედების შედეგებს დააკვირდნენ. მოსწავლეებმა ასევე მოიპოვეს და აღწერეს სასარგებლო მინერალი - მთის ბროლი. იხილეთ ფოტოები