ციხისძირის საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები გაიმართა
13-11-2018
მცხეთის ციხისძირის საჯარო სკოლაში U18 პროექტის ფარგლებში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა.
მოსწავლეები არჩევნებისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ. არჩევნებმადე მათ განიხილეს პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამები, გამოფინეს ბიულეტენების ყუთები, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეების დიზაინით შეიქმნა, ისაუბრეს პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო დაპირებებზე და პოსტერები დაამზადეს.
არჩევნებამდე 2 დღით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატები შეხვდნენ ამომრჩეველს. სკოლის ეზოში დიდ დასვენებაზე ყველა კანდიდატმა სიტყვით მიმართა ამომრჩეველს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს თავიანთ პროგრამაზე და მოუწოდეს ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ.
ამომრჩევლები ორ ნაკადად აძლევდნენ ხმას. პირველ ნაკადში V-VI-VII-VIII კლასის მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი, მეორე ნაკადში კი - IX-X-XI-XII კლასის მოსწავლეებმა. არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. განსაკუთრებული აქტიურობით უმცროსკლასელები გამოირჩეოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, იმიტირებულმა არჩევნებმა წარმატებით ჩაიარა. საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ კომისიის წევრებმა დაითვალეს ხმები და გამოაქვეყნეს შედეგები. იხილეთ ფოტოები