ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის ნობათი გამოფინეს
13-11-2018
ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს. სკოლის აღსაზრდელებმა შემოდგომის კუთხე მოაწყეს და საკუთარი ნამუშევრები და შემოდგომის ნობათი გამოფინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა აჩვენეს თუ რამდენად მრავალფეროვანია შემოდგომა.
„სკოლაში ბარაქიანმა შემოდგომამ მოიწონა თავი. ხელდამშვენებულმა მოსწავლეებმა ბუნებისგან ბოძებული დოვლათი და თავიანთი შემოქმედება გამოფინეს“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები