„პედაგოგი ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბებული მოსწავლეებით ფასობს“ - ზედა გორას საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი
13-11-2018
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.

5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.

ამჯერად, საკუთარ ხედვებს ზედა გორას საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ნაირა ქარჩხაძე-გოგაბერიშვილი გვიზიარებს:

სკოლა არის ადგილი, სადაც მომავალი თაობა იზრდება და პიროვნებად ყალიბდება.

საუკეთესო მოსწავლე არის ახალგაზრდა, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი წარმატებისთვის, არამედ თანაკლასელების, სკოლისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის იღწვის.

პედაგოგი ფასობს
თავისი აღზრდილი, ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბებული მოსწავლეებით.

დირექტორი უნდა იყოს ყოველი ზემოთქმულის ხელშემწყობი და სასკოლო ცხოვრების განმავითარებელი.

განათლება არის
ზოგადსაკაცობრიო რამ, რაც ადამიანს თვითშეგნებასა და შინაგან კულტურას უმაღლებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203