გარდაბნის N1 საჯარო სკოლაში „დედა ენას“ ვარსკვლავი გაუხსნეს
13-11-2018

ლევან დევდარიანის სახელობის გარდაბნის N1 საჯარო სკოლაში „დედა ენას“ ვარსკვლავი გაუხსნეს.

საზეიმო ღონისძიება პირველ კლასებში ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება 1-ელი კლასის პედაგოგებმა გაუწიეს. ზეიმში პირველკლასელები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები მოისმინეს,  ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. ღონისძიების დასასრულს კი ვარსკვლავი გახსნეს. 

ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნინო გვარამაძე ესწრებოდა. მან ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ „დედა ენის“ კუთხე ბავშვებისა და მასწავლებლებისათვის საყვარელ ადგილად იქცევა, სადაც იაკობ გოგებაშვილისა და დედა ენისთვის პატივის მიგებას შეძლებენ. ნინო გვარამაძემ სკოლის დირექციას საინტერესო და მისაბაძი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და ანბანის შესწავლის გზაზე წარმატება უსურვა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203