კერძო სკოლა „საუნჯეს“ მოსწავლეები წიგნის ფესტივალს ესტუმრნენ
13-11-2018
რუსთავის კერძო სკოლა „საუნჯეს“ მოსწავლეები თბილისის წიგნების გამოფენას ესტუმრნენ.
„ჩვენმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ იმოგზაურეს წიგნის სამყაროში. მათ იციან, რომ ყოველდღიურ, ერთფეროვან ცხოვრებაში წიგნი თავშესაფარია, ჩუმი აღფრთოვანებაა... საგულდაგულოდ დამალული საიდუმლო თავგადასავალია... დედამიწა კი მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნია, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მოსწავლეებმა გამოფენაზე წიგნები შეიძინეს, შეხვდნენ სხვადასხვა ავტორს და დაესწრნენ საჯარო ლექციებს.
„წიგნის დღეები 2018“ ექსპო ჯორჯიაში, 8-11 ნოემბერს გაიმართა.