აღმოსავლეთ საქართველოში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი - იხილეთ მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
13-11-2018

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში უახლოეს დღეებში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. მაღალმთიან რაიონებში  დღეს ღამით ითოვებს, ბარში კი იწვიმებს.

კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-15 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

14-15 აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი, შესაძლებელია ნისლიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს +12, +13, ხოლო 14-15 ნოემბერს +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203