ქუთაისის N33 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ კომპიუტერებით დააჯილდოვა.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერით მე-10 კლასის მოსწავლეები ანანო ქველაძე და ნათია ფცქიალაძე დასაჩუქრდნენ.
მეათეკლასელების დამრიგებელი მარიკა სანიკიძეა.
იმერეთის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება ქუთაისში გაიმართა.
სკოლის დირექტორმა მარინა ისკაკოვამ, სკოლის დირექციისა და პედაგოგების სახელით მოსწავლეებს წარმატება მიულოცა და წინსვლა უსურვა.
წელს საქართველოს მასშტაბით, 2 971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
იხილეთ ფოტოები