როგორი ემზადებოდნენ ქვემო აკეთის სკოლაში ახალი წლის შესახვედრად
29-12-2016

ქვემო აკეთის  სკოლაში ახალი წლის შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. 

სხვადასხვა კლასებმა მოაწყვეს და მორთეს საკლასო ოთახები, გაამზადეს საგაზეთო მასალა, სურვილები გაუგზავნეს სანტას, ერთობლივად მოაწყვეს საახალწლო კარნავალი. 

როგორც ღონისძიების ავტორი ნანა მათითაიშვილი აღნიშნავს, სკოლაში დიდი მხიარულება და ჟრიამული სუფევდა. 

მასწავლებლებმა, ასევე გაითამაშეს ''სეკრეტსანტა“ და ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203