ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში ფილმების შესახებ ინტელექტუალური თამაში გაიმართა
13-11-2018

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში პროექტის- „კინო სკოლაში“ ფარგლებში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ გაიმართა. 

ღონისძიებას ორგანიზება „კინომისიონერმა“ გიორგი ნადირაშვილმა და პროექტის მასწავლებელმა ირმა გელაძემ გაუწიეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კითხვები შერჩეული იყო პროექტის განმავლობაში ნაჩვენები ფილმებიდან.

ჟიურიმ ყველაზე მაღალი ქულების მფლობელი ხუთი მოსწავლე შეარჩია, რომლებიც 2018 წლის 15 დეკემბერს თბილისში ფინალურ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას. 

გამარჯვებული მოსწავლეები არიან: დიანა ძირკვაძე, მარი პაქსაძე, ლერი შავაძე, ლაშა საგინაძე და ელენე კახაძე. 

„კინო სკოლაში“ ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს, მოზარდ თაობაში კინოხელოვნების პოპულარიზაციას, ანალიტიკური აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203