თბილისის 4 საბავშვო ბაღის დირექტორი სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის საკვების მოპარვის გამო გაათავისუფლეს
13-11-2018

თბილისის რადენიმე საბავშვო ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანძელაძე აცხადებს, გათავისუფლებულია 4 საჯარო ბაღის დირექტორი. 

სააგენტოს ხელმძღვანელის ცნობით, თბილისის N109, N50, N169 და N145 საბავშვო ბაღების დირექტორთა გათავისუფლების მიზეზი სხვადასხვა სახის დარღვევა გახდა. მათ შორის, ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტის მოპარვა, მენიუს შეცვლა, თანამშრომლებთან კონტრაქტების დარღვევებით გაფორმება და გადაცდომები საქმის წარმოებაში.

როგორც გვანცელაძე აცხადებს, მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, გათავისუფლებული დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებმა თავად უნდა დაადგინონ, ჰქონდა თუ არა გადაცდომები ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდანაც.

წყარო: 1tv.ge

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არავის ეპატიება. მისივე თქმით, დირექტორთა გათავისუფლების საკითხი საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203