იორმუღანლოს საჯარო სკოლა ტრენინგებში წარმატებით მონაწილეობს
13-11-2018

პროექტის „საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით“ ფარგლებში გრძელდება ტრენინგების ციკლი პროექტში ჩართული არაქართულენოვანი სკოლების მონაწილეობით.

ბაკურიანში ტრენინგები მოწვეულმა ტრენერებმა, თამარ ჯაყელმა და დესპინე ქოიავამ (განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველო) და განათლების ექსპერტმა, ანნა გოლუბევამ ჩაატარეს.

მათი სატრენინგო სესიების ძირითადი თემატიკა იყო: კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნებული პედაგოგიკის საფუძვლების გააზრება, ენისა და საგნის ინტეგრირებულად და ეფექტიანად სწავლება საგანმანათლებლო რესურსის „შევიმეცნოთ სამყარო ქართულად“ გამოყენებით, რესურსის სტრუქტურის გააზრება. მეორე მხრივ, დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის CLIL-ის (ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება) მეთოდის, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, ყოველდღიურ სასწავლო პროცესში დანერგვისთვის.

პროექტში აქტიურად არის ჩართული იორმუღანლოს საჯარო სკოლა. 

ტრენინგის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს დურნა მარდანოვას და ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელს დალი ოსეფაშვილს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203