გორდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მშობლიური კუთხის ხელოვნების ძეგლებს გაეცნენ
13-11-2018
ხონის, გორდის საჯარო სკოლაში არდადეგების პერიოდში საზაფხულო სკოლა - „ისხელია“ ფუნქციონირებდა. საზაფხულო სკოლას ისტორიის მასწავლებელი ფატიმა ჩიქოვანი და ხელოვნების მასწავლებელი ლეილა ქაროსანიძე ხელმძღვანელობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „ისხელიამ“ წარმატებით იმუშავა, მოსწავლეებმა მშობლიური კუთხის ღისრშესანიშნაობები მოინახულეს და ისტორიულ და ხელოვნების ძეგლებს გაეცნენ.