პროგრამის„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გრძელდება.
პროგრამის ფარგლებში სსიპ როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მორძგვეთის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის წარმატებული კურსდამთავრებული ნესტან ნიშნიანიძე კომპიუტერით დაჯილდოვდა. სკოლის დირექცია ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ნესტანს ჭიათურის N 7 საჯარო სკოლაში, სადაც ის სწავლას გააგრძელებს.
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“.
პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან ხორციელდება და მის ბენეფიციარებად განისაზღვრებიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებულ მოსწავლეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
იხილეთ ფოტოები