გორდის საჯარო სკოლაში საზაფხულო სკოლა „ლამპარი“ ფუნქციონირებს
13-11-2018
ხონის მუნიციპალიტეტის გორდის საჯარო სკოლაში საზაფხულო სკოლა „ლამპარი“ ფუნქციონირებს. აღნიშნულის ფარგლებში მოსწავლეებმა სკოლის ისტორიის დოკუმენტურად ასახვა გადაწყვიტეს, რა მიზნითაც ყოფილ მასწავლებლებსა და სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ პროექტის ორგანიზატორები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები რუსუდან და ნონა ჩიხლაძეები არიან.
სკოლის დირექციის ცნობით, ზაფხულის პერიოდში „ლამპარი“ მუშაობას კვლავ გააგრძელებს.