ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექტორი ქვეყნის 19 მენტორ პედაგოგს შორის შედის
13-11-2018
საქართველოში სულ 19 მენტორი პედაგოგია. მათ შორისაა გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექტორი, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი თამარ ყურაშვილი.

სკოლის დირექციის ცნობით, მან პროფესორის ტრიბუნა სკოლის დირექტორობაზე გაცვალა, სადაც ასევე წარმატებით მოღვაწეობს. 

აღსანიშნავია, რომ თამარ ყურაშვილი შესანიშნავი პოეტი და მწერალია, რომელსაც 2018 წლის ოქტომბერში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოღვაწის წოდებაც მიენიჭა.

ცნობისთვის, მენტორის სტატუსი ყველაზე მაღალი საფეხურია მასწავლებლის სქემაში, რომელიც პედაგოგს უვადოდ უნარჩუნდება.

მენტორის ფუნქცია-მოვალეობები მიმართულია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე და კათედრის/სკოლის განვითარებაზე.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203