თბილისის N103 საჯარო სკოლა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით სპორტულ ჩემპიონატებს მართავს
მიმდინარე წლის 7 და 8 ნოემბერს სსიპ თბილისის N103 საჯარო სკოლაში მე-6 ა და მე-6 ბ კლასებს შორის ფეხბურთის მატჩები გაიმართა.
პირველ დღეს ვაჟები თამაშობდნენ, მეორე დღეს კი გოგონები.
თამაშები 40 წუთს გაგრძელდა, ორი ოცწუთიანი ტაიმით. მოედანზე ერთდროულად ხუთი მოთამაშე თამაშობდა თითოეული გუნდიდან.
პირველი დღის თამაში მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ ანგარიში 8:7 დაფიქსირდა მე-6ა კლასის სასარგებლოდ.
(თამაშში მონაწილეობდა მე-6 კლასების 14 მოსწავლე)
გოგონებს შორის გამართულ მატჩი მე-6 ბ კლასის უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშშიც აისახა. მატჩი 9:0 დასრულდა.
(თამაშში მეექვსე კლასების 12 მოსწავლე მონაწილეობდა)
აღნიშნული მატჩების უმთავრეს მიზანს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებასა და საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება წარმოადგენდა.
იხილეთ ფოტოები