გორის მუნიციპალიტეტის, სვენეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ეკატერინე საათაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ბარაქიანი შემოდგომა“ გამართეს.
მოსწავლეებმა შემოდგომის ჭირნახული გამოფინეს, შემოდგომის თემაზე ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.
„მოსწავლეებმა გადმოსცეს ის სილამაზე, რომელიც შემოდგომას ახლავს, ისაუბრეს წელიწადის ამ დროისათვის დამახასიათებელ ბუნებრივ მოვლენებსა და საშემოდგომო საქმიანობაზე“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ვიდეოები