დაბა ხულოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა
13-11-2018
დაბა ხულოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „ფენიქსი“, პროგრამა „ახალგაზრდობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში დაასუფთავა სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
აღნიშნული პროგრამა „ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის“ ასოციაცია „ერთმანეთისთვის“, ევროკავშირის პროგრამა „ენპარდისა“ და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
„ამ პროგრამის ხელმძღვანელებმა კლუბს მიაწოდეს დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი და საკვები. „ახალგაზრდობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა წამოიწყო „ჩელენჯი“ ანუ გამოწვევა და გამოიწვია რიყეთის საჯარო სკოლა ამ პროგრამაში ჩასართავად. დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს ხულოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის გიმნაზიის სკოლის მოსწავლეებმაც და ჩაერთნენ ამ აქციაში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
აქციის შემდეგ, მონაწილეებმა წაიხემსეს და ისაუბრეს გარემოსთან დაკავშირებულ გლობალურ პრობლემებზე.
დაბა ხულოს საჯარო სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს და პროგრამა „ახალგაზრდობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ხელმძღვანელებს.