ხოჯორნის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო ჩატარდა
13-11-2018
„წვიმების სეზონი იწყება, ძვირფასო,

სეზონი - ბუხრების, ჩაის და პლედების...

ჩამოვსხდეთ სარკმელთან და თვალი ვადევნოთ,

ცას როგორ კვეთავენ ღრუბლები - დენდები.

ხანდახან ღიმილი ავანთოთ ღიღილოდ,

ვსვათ ჩაი, ლიმონით, პიტნით ან ჟასმინით...

წარსულის ბადაგით დავბანგოთ გონება,

მუხლებს რომ გაგვითბობს პლედები, ქაშმირის.

წვიმების სეზონი იწყება ძვირფასო.

ამ წვიმებს უთუოდ მოჰყვება ზამთარი.

ვუსმინოთ გამხმარი ფიჭვების ტკაცა-ტკუცს,

დავხუროთ ვალების და სევდის დავთარი.

შეხედე, რა მუქად, რა მალე ღამდება...

დადუმდნენ ქუჩები, პარკები, ეზონი...

იწყება ბუხრების, ჩაის და პლედების,

ერთურთის თვალებში ჩახედვის სეზონი.“ - მარიამ კოზმანიშვილის ამ ლექსითა და  ჩაით  დასრულდა ლიტერატურული კლუბ  „თვალსაწიერის“ წევრების მიერ მოწყობილი პოეზიის საღამო მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის სკოლაში.

აღნიშნულს  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიო კილაძე, გოგა ჩანადირი, დინა მირცხულავა და პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის" პედაგოგები: იზა ჩაკვეტაძე და ხათუნა ღლონტი ესწრებოდნენ.
კლუბის კურატორი „ქართული, როგორც მეორე ენის“ კონსულტანტ-პედაგოგი ლალი მარგიანი გახლავთ.

პოეზიის საღამოზე სომეხმა და აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა  ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე პოეტების ლექსები წაიკითხეს.  

სკოლის დირექციის შეფასებით, დამსწრე საზოგადოება გულწრფელად აღფრთოვანებული დარჩა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203