ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
13-11-2018
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის 19 წარჩინებული მოსწავლე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პორტაბელური კომპიუტერებით დააჯილდოვა.
წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვება აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა.
სკოლა აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„გილოცავთ ამ მიღწევას ჩვენო საამაყოებო. თქვენ შრომას უამრავჯერ მოეტანოს ასეთი სიხარული. ასევე ვულოცავთ დამრიგებლებს - მაკა ყურაშვილს, სოფიო ტყეშელაშვილს და ნატო თევდორაძეს და მათ პედაგოგებს. უამრავი ასეთი თაობა აღგეზარდოთ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
წელს საქართველოს მასშტაბით, 2 971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.