ბათუმის მრავალდარგობრივ გიმნაზია „იბერიაში“ ქართულ ენასა და ლიტერატურაში შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი მეხუთე კლასში მასწავლებელმა ნათია ტარიელაძემ ჩაატარა.
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, შეაჯამეს შესწავლილი მასალა, იმუშავეს ლექსიკაზე, მხატვრული ხერხების ამოცნობაზე, გაიაზრეს შედარებისა და ეპითეტის რაობა და შეასრულეს გრამატიკული დავალებები.
„გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა მიღებული ცოდნის გამოყენების უნარისა და საკითხის წვდომა-გააზრების უნარის შემოწმება. კლასში მუშაობა შინაარსიანად და ხალისიანად წარიმართა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები