საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ქიმიის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიება ჩატარდა
საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ქიმია, საოცრებათა სამყარო“ გამართეს.
ღონისძიებას ორგანიზება ქიმიის პედაგოგმა თინათინ დადიანიძემ გაუწია.
სკოლის აღსაზრდელებმა მრავალფეროვანი და საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ქიმიის პოპულარიზაციას.
ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე და სკოლის მოძღვარი დეკანოზი კონსტანტინე კობახიძე ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები სრულად