არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა ომის დამანგრეველი ძალის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს
13-11-2018
წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ IX და XI კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „მშვიდობა ჩვენს პლანეტას“ პრეზენტაცია ჩაატარეს.

აქტივობა ომისა და საომარი კონფლიქტების დროს გარემოს ექსპლუატაციის  აცილების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ფოტომასალისა და მოძიებული ინფორმაციის საშუალებით აჩვენეს, თუ როგორ აზიანებს ომი გარემოს - ეკოსისტემებს, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, ადამიანებსა და მათ ჯანმრთელობას.

პროექტს პედაგოგი ცირა ბერეკაშვილი-იოსელიანი ხელმძღვანელობდა.

6 ნოემბერი - ომისა და საომარი კონფლიქტების დროს გარემოს ექსპლუატაციის  აცილების საერთაშორისო დღეა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203