ჩიხის საჯარო სკოლაში პენსიაზე გასულ ღვაწლმოსილ პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
13-11-2018
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ჩიხის საჯარო სკოლაში პენსიაზე გასულ ღვაწლმოსილ პედაგოგებს რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლუბა ტალახაძესა და ფიზიკის მასწავლებელ ელენე ენუქიძეს ღონისძიება მიუძღვნეს. სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. ღონისძიებას მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პედაგოგებს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბენიამინ ფალავანდიშვილმა, გამგებლის მოადგილემ თამაზ ნადირაძემ და საკრებულოს წარმომადგენელმა მარინა კაციტაძემ საჩუქრები გადასცეს. რესურსცენტრის უფროსმა ცისმარ მაჭარაშვილმა კი მომავალი თაობის აღზრდის საქმეში პედაგოგთა ღვაწლი აღნიშნა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჩიხის თემის დეპუტატი კობა ხვედელიძე, საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები - მამუკა ჭიღლაძე, ტარიელ სივსივაძე, ლიკა ხვედელიძე, ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანო ჩხიტუნიძე და უცხოელი მოხალისე კაილა მაკმილანი.
ჩიხის საჯარო სკოლა ლუბა ტალახაძეს და ელენე ენუქიძეს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.
„პედაგოგები ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ემსახურნენ მოსწავლე- ახალგაზდობის აღზრდის საპატიო საქმეს, მათი აღზრდილი ადამიანები წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში. იყო ცრემლი და ღიმილი, მოგონებები და მადლობის სიტყვები მათ მიერ გაწეული საქმიანობისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.