მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ონალინ კურსების საშუალებით 2019 წლიდან შეძლებენ
16-11-2018
მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ონალინ კურსების საშუალებით 2019 წლიდან შეძლებენ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ონლაინ კურსები მოიცავს როგორც ზოგადპროფესიულ, ასევე, საგნობრივ მოდულებს. 

დღეს დაიწყო ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის მოდულების პილოტირება.

"ონლაინ კურსების საშუალებით პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგი.  ონლიან ტრენინგი მასწავლებლებს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარებაშიც დაეხმარებათ.

ტრენინგების დისტანციური ონალინ კურსები მზადდება „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ მიერ შემუშავებული ტრენინგმოდულების ბაზაზე, თუმცა ფორმატიდან გამომდინარე უფრო მეტ ინოვაციურ, აქტიურ და თანამედროვე ინსტრუმენტებს აერთიანებს, რაც ეფექტიანი და ხელმისაწვდომი პროფესიული განვითარების მოდელის შექმნას შეუწყობს ხელს.

კურსების შემუშავება დასრულდება 2019 წლის აპრილში და ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით",-ნათქვამია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ონლაინ კურსები „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში იქმნება, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პირისპირ კურსების ონლიან ფორმატში კონვერტირებას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემია უზრუნველყოფს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203