„საუკეთესო მოსწავლე თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში წარმატებით იყენებს“ - დღნორისის საჯარო სკოლის მენეჯერი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს დღნორისის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი გაიოზ ლომთაძე გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც ქვეყნის მომავალი თაობა იზრდება.
საუკეთესო მოსწავლე არის ახალგაზრდა, რომელიც თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში წარმატებით იყენებს.
პედაგოგი ფასობს თავისი აღზრდილი მოსწავლეებით.
დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, მეგობრული, ყურადღებიანი და წინსვლაზე ორიენტირებული ხელმძღვანელი.
განათლება არის აუცილებელი პირობა თანამედროვე ცხოვრებაში თავის დასამკვიდრებლად.