მიმდინარე წლის 4 ნოემბერს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019 - ის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში, მუნიციპალური თამაშები გაიმართა.
სპორტულ თამაშებს მერიის განათების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ფატიმა შავაძე, ააიპ სპორტული სკოლის დირექტორი ზურაბ ბაბლუანი, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ ჩემპიონატზე ერტისის საჯარო სკოლამ ფრენბურთში (ვაჟები) პირველი ადგილი დაიკავა. წარმატებული გუნდი, რომელიც ასპარეზობას რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებს, სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ერტისის საჯარო სკოლას წარმატება სკოლის გუნდის წევრებმა - არჩილ ნიაზაშვილმა, ნოდარ ზაუტაშვილმა, გივი ამაზაშვილმა, თამარ ზაუტაშვილმა, ზაურ მანუკაშვილმა, დათო ხაღულაშვილმა, კობა მანუკაშვილმა, თამაზ ზაუტაშვილმა, გიორგი აღდგომელაშვილმა და ნოდარ სომხიშვილმა მოუტანეს.
იხილეთ ფოტოები