თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრენბურთის თემაზე პრეზენტაცია მოამზადეს
14-11-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-6ა კლასის მოსწავლეებმა მარიამ კაკულიამ, სალომე ხატიაშვილმა, ნანუკა მოწონელიძემ და ელენე ჭანკოტაძემ სპორტის მასწავლებლის ლია ჭყონიას ხელმძღვანელობით მოამზადეს პრეზენტაცია ფრენბურთის თემაზე. პრეზენტაცია, N103 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გაიმართა, სადაც ისაუბრეს ფრენბურთის შექმნის და მისი განვითარების ისტორიაზე, ოლიმპიადებზე, საქართველოს ოლიმპიურ ჩემპიონ ვაჟა კაჭარავაზე.
გაკვეთილის მეორე ნაწილში სკოლის პედაგოგმა ეკა ყარყარაშვილმა გააფართოვა პრეზენტაციის თემა და სიღრმისეულად ისაუბრა წესებზე, თუ როგორი კვალი დატოვა საქართველოს უახლესმა ისტორიამ ფრენბურთის განვითარებაზე საქართველოში.
გაკვეთილისთვის მარიამ კაკულიამ და სალომე ხატიაშვილმა ფრენბურთის თემაზე მოამზადეს კედლის გაზეთები, რომელთა გაცნობაც ყველა მოსწავლეს შეძლო.
აქტივობის ჩატარების მიზანი იყო მოსწავლეებს მიეღოთ მეტი ცოდნა ფრენბურთის შესახებ, რაც ზოგადი განათლების დონის ზრდასთან ერთად, მომავალში მათ დაეხმარება ფრენბურთის თამაშისას.