ლუხვანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საშემოდგომო გამოფენა მოაწყვეს
14-11-2018
ცაგერის მუნიციპალიტეტის ლუხვანოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საშემოდგომო გამოფენა მოაწყვეს. ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მათ კლასის დამრიგებლები და მასწავლებლები დაეხმარნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას სკოლის ოთხი მოსწავლე (პირველი, მეორე, მესამე და მეექვსე კლასი) მონაწილეობდა. რომლებმაც წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე და წარმოადგინეს ძველებური სასმისები.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საკუთარი თეატრალური მონაცემებიც გამოამჟღავნეს. ძველებური სასმისებით დალოცეს შემოდგომის ხვავი და ბარაქა.