ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ქართულში საწრეო მუშაობა ჩატარდა
მიმდინარე წლის 13 ნოემბერს ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში, მესამე კლასის მოსწავლეებისთვის მორიგი საწრეო მუშაობა ჩატარდა.
შეხვედრის თემა უცნობი ტექსტის გაგება- გააზრება იყო.
მესამე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპარი „როგორ გაუჩნდათ სპილოებს ხორთუმი?".
ბავშვებმა ტექსტი კარგად გაიაზრეს, რისი გაგებაც მათი ამომწურავი პასუხებიდან იყო შესაძლებელი. შეხვედრა ძალიან სახალისო და საინტერესო გამოვიდა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას და ცოდნის გაღრმავებას.
იხილეთ ფოტოები