თბილისის N158 საჯარო სკოლამ ჭადრაკის ტურნირს უმასპინძლა
14-11-2018
მიმდინარე წლის 9 ნოემბერს თბილისის N158 საჯარო სკოლაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „ბურთი ღელავს, ხალხი ბადეშია“ (ხელმძღვანელი მაკა ეღიკაშვილი) , ჩატარდა ჭადრაკის ტურნირი. 

ღონისძიებაზე მოწვეული იყო მოჭადრაკე თენგიზ ჩობანიძე. 

ტურნირის გამარჯვებული გახდა თბილისის N158 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ლასურაშვილი. მას საჩუქრად გადაეცა სიგელი და ჭადრაკი.


იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203