ქუთაისის N3 საჯარო სკოლის ორი მოსწავლე „ეტალონის“ მე-2 ტურში გადავიდა
14-11-2018
ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ტური ჩატარდა. მას ორგანიზებას უწევდნენ „ეტალონის“ მასწავლებლები: ხათუნა ფუტკარაძე, თინათინ კუტივაძე და მარინა კუხალაშვილი.
ჩემპიონატში მონაწილეობა 73 მოსწავლემ მიიღო. მათგან 36-ს წარმატების სერთიფიკატები გადაეცა.
იმერეთის მოსწავლეთა რეიტინგის მიხედვით მეორე ტურში მონაწილეობის უფლება ქუთაისის N3 საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ, ქეთი ბოჭორიშვილმა და ელენე გიორგაძემ მოიპოვა.