თბილისში მოსწავლის მშობელმა სკოლის დირექტორს უკბინა - შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო
14-11-2018

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა სკოლის დირექტორს უკბინა.

"ფეიქსბუზე" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სკოლაში მეოთხეკლასელი რთულად აღსაზრდელი მოსწავლის მშობელი მასწავლებელმა დაიბარა. თავდაპირველად შელაპარაკება მშობელსა და მასწავლებელს შორის მოხდა, სიტუაციაში გასარკვევად კი სკოლის დირექტორი ჩაერია. სიტყვიერი დაპირისპირება მშობელსა და დირექტორს შორის გაგრძელდა და მალევე ფიზიკურში გადაიზარდა - მშობელმა დირექტორს ხელზე უკბინა, აღნიშნულის შედეგად კი ექიმისა და პატრულის გამოძახება გახდა საჭირო.

როგორც შინაგანს საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა etaloni.ge-ს განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული, რომელიც ძალადობას გულისხმობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203