ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნული არქივის პროექტში წარმატებული მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ
14-11-2018

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები საქართველოს ეროვნული არქივის პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" წარმატებული მონაწილეობისათვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

სერტიფიკატები ნინი ლომთაძეს, მარიამ შავგულიძეს, ანანო ხუსკივაძეს, ანა ჟორჟოლიანს, გიორგი ჩარქსელიანს და მარიამ ბაზაძეს გადაეცათ. 

მეცხრეკლასელების დამრიგებელი მაია რუსაძეა, ისტორიას კი ბელა ხეცურიანი ასწავლის. 

სკოლა აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203