სუხჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ ტესტირებაში ხალისით ჩაერთნენ
14-11-2018
ხონის მუნიციპალიტეტის, სუხჩის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ტესტირებაში ხალისით ჩაერთნენ.
„VIII-IX კლასის მოსწავლეები კლასის მოსწავლეები გასულ წელთან შედარებით უფრო აქტიურად ჩაერთნენ „ეტალონის“ შესარჩევ კონკურსში და წარმატებასაც მიაღწიეს, ვემზადებით მეორე ტურისათვის. დიდ მადლობას ვუხდით „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს. როგორც სკოლის დირექტორმა, ზეინაბ კაჭარავამ აღნიშნა, ეს პროექტი მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს და ხელს უწყობს უკეთესი შედეგის მიღწევაში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტო