ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ქობულეთის მუზეუმი დაათვალიერეს
15-11-2018
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები ქობულეთის მუზეუმში იმყოფებოდნენ. გასვლით ღონისძიებას საგანის - „მე და საზოგადოება“ პედაგოგი ირმა ყურშუბაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგი მოსწავლეებს გასვლით ღონისძიებამდე მუზეუმის დანიშნულების შესახებ ესაუბრა.
სკოლის აღსაზრდელებმა მუზეუმში არსებული სხვადასხვა სივრცეები - თანამედროვე მხატვრების საგამოფენო დარბაზი, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული განყოფილება დაათვალიერეს.
„ასეთი ტიპის აქტივობები მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლლეები უშალოდ შთბეჭდილებებზე დაყრდნობით სწავლობენ. ეს მათი შემეცნებითი და წარმოსახვის უნარის განვითარებას უწყობს ხელს. რაც ამავე დროს მოსწავლეებს ეხმარება იყვნენ უფრო აქტიურები საგაკვეთილო პროცესში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები