თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერტისის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ლიანა მანთაშაშვილმა და მე-9 კლასის მოსწავლემ გვანცა მანთაშაშვილმა გასულ სასწავლო წელს, მათემატიკისა და ქართული ენის ოლიმპიადებზე წარმატებულად იასპარეზეს.
მათ მოიპოვეს II - III ხარისხის დიპლომები და სერტიფიკატები.
ლიანა და გვანცა მანთაშაშვილები სკოლაში გამოირჩევიან აკადემიური მოსწრებითა და დისციპლინით.
სკოლის დირექცია ულოცავს გოგონებს წარმატებას და მათი მათემატიკის პედაგოგს მაკა ჯანგებაშვილსა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს - მერი ჩომახაშვილს მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის.
იხილეთ ფოტო