მიმდინარე წლის 7 ნოემბერს თელავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტის - „პატარა კახის ნატერფალზე“ შემაჯამებელი ღონისძიება.
ღონისძიებაში თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები , ისტორიის მასწავლებელთან და კლასის დამრიგებელთან ერთად თელავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგამოფენო- საგანმანათლებლო პროექტში ,,მეფე ერეკლე - ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია". მათ მეფე ერეკლეს მიერ გაცემული სიგელის საფუძველზე მომზადებულ ,,გრაგნილზე'' დაუტოვეს მილოცვა მეფე ერეკლეს.
აღნიშნულ კონკურსში გაიმარჯვა თელავის N5 საჯარო სკოლის ოთხმა მოსწავლემ, რომლებიც დაესწრებიან დაჯილდოვების ცერემონიალს ქალაქ თბილისში,ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ცენტრსა და ქ. თელავის მუნიციპალიტეტის პროექტის ორგანიზებისთვის.
იხილეთ ფოტოები