წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, სასწავლო-შემეცნებითი მიზნით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
ექსკურსია შემდეგ მარშრუტს მოიცავდა: წყალტუბო - კახეთი (შუამთის მონასტერი, იყალთო, ალავერდი, გრემი, ნეკრესი, ილიას ტბა, სიღნაღი, ბოდბე, ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და ექსპონატთა მუზეუმი).
ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სანახაობრივი აღმოჩნდა. ისინი გაეცნენ საქართველოს ისტორიულ წარსულს და შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ სახლში.
სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიას ისტორიის პედაგოგი გალაქტიონ სვანიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები