ბოდბისხევის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
15-11-2018
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ბოდბისხევის საჯარო სკოლის ხუთი წარჩინებული მოსწავლე - მარიამ ტუხაშვილი, ნინო მოლაშვილი, სოფიკო ბოქოლიშვილი, ლაშა დუღაშვილი და ნიკოლოზ ტუხაშვილი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პორტაბელური კომპიუტერებით დააჯილდოვა. სკოლა აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის წელს კახეთის რეგიონის 332 მოსწავლე დასაჩუქრდა. დაჯილდოვება ყვარელში ილიაობის დღესასწაულზე გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).