ძირკვაძეების საჯარო სკოლაში გამომხატველობითი კითხვის წრე წარმატებით ფუნქციონირებს
15-11-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლაში გამომხატველობითი კითხვის წრე ფუნქციონირებს. წრის წევრები დაწყებითი კლასების მოსწავლეები არიან. წრეს პედაგოგი ნადიე ქამადაძე ხელმძღვანელობს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საწრეო მუშაობა ყოველთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით არის დატვირთული.
გამომხატველობითი კითხვის რიგით მესამე შეხვედრის თემა იყო - ვარჯიში პაუზებისა და სხვადასხვა სახის ინტონაციების დაცვაზე. შერჩეული ტექსტის კითხვა.
„შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთვნენ და იაქტიურეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები