თბილისის N31 საჯარო სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტ- ჩემპიონატის მეორე ეტაპი.
ღონისძიებაში, რომლის სახელწოდებაა „ტვინების ბრძოლა“ , მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ინტელექტუალურ ჩემპიონატს, რომელიც თითოეული მათგანისთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა.
კონკურსმა ორი გამარჯვებული გამოავლინა. მე-7' და მე-7'' კლასების გუნდები ასპარეზობას რეგიონალურ ტურნირზე გააგრძელებენ.
იხილეთ ფოტოები