ახალი საყულიის საჯარო სკოლაში ხელოვნების წრე წარმატებით ფუნქციონირებს
15-11-2018
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ახალი საყულიის საჯარო სკოლაში „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ხელოვნების წრე - „ორიგამის და პაპიემაშეს სამყაროში“ წარმატებით ფუნქციონირებს.
წრეს თამარ ჭოლაძე ხელმძღვანელობს. საწრეო მუშაობას VII-VIII-IX კლასის 24 მოსწავლე ესწრება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ეუფლებიან ქაღალდის ხელოვნებას.
„მათ „გააცოცხლეს“ ქაღალდი, დაამზადეს ყვავილები, პეპლები, გირლიანდები და ა.შ. მოსწავლეებმა ამ აქტივობებს „ფერადი გაკვეთილები“ უწოდეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები