თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, „დათვების ტყეში“ ლაშქრობაში იმყოფებოდნენ.
ლაშქრობაში მოსწავლეთა მშობლებიც მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლაშქრობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოს აღქმის, შეცნობის, დაკვირვებისა და ანალიზის უნარის განვითარება. აგრეთვე, გარემოზე მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და შემოდგომისათვის დამახასიათებელ ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვება.
„მოსწავლეები დააკვირდნენ გარემოს, ისაუბრეს შემოდგომისთვის დამახასითებელ ბუნებრივ მოვლენებზე, ბუნების დაცვის აუცილებლობაზე, დაასახელეს შემოდგომისთვის დამახასიათებელი ფერები. მშობლები მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ ფერებთან დაკავშირებულ ჯგუფურ თამაშებში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები