ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
15-11-2018
მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები ზუგდიდში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა დადიანების სასახლე, წმინდა მარიამის სახელობის ტაძარი ხობში და ნოქალაქევის ციხე დაათვალიერეს. ასევე, ისინი იმყოფებოდნენ აფხაზეთის საზღვართან. 

„ძალზედ ამაღელვებელი იყო გამყოფ ხაზთან მოსწავლეთა მიახლოება. დიდები და პატარები თვალცრემლიანი გავყურებდით აფხაზეთისკენ მიმავალ გზაზე. „მიყვარხარ აფხაზეთო“ - ამ შეძახილებით აივსო იქაურობა. ჩვენმა პატარებმა გადაწყვიტეს სოლიდარობა გამოეხატათ ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით გამყოფ ხაზს იქით მყოფ ქართველი და აფხაზი თანატოლებისადმი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203